“გაიხსნა წვდომა რუსულ გრანტებზე, კიდევ უფრო დიდი ინტეგრაციაა წინ” – ხედვა აფხაზეთიდან

აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან მოკლე ინტერვიუში, რომელმაც უსაფრთხოების გამო ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიცვალა აფხაზეთში პოლიტიკური გარემო ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო ს შემდეგ. რესპონდენტი აღწერს, როგორ გააუმჯობესა ს ფინანსური დახმარება და სოციალური ვითარება და, ამავდროულად, როგორ შეიზღუდა პოლიტიკური კონკურენცია: ოპოზიციის დევნა, მოქალაქეობის ჩამორთმევა ოპონენტებისთვის, ჟურნალისტების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება და კრიტიკული მედიის დათრგუნვა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, რუსეთთან ინტეგრაცია მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცე კი შესაძლოა მთლიანად გაქრეს.
როგორ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში ბოლო არჩევნების შემდეგ – რუსეთის გავლენა გაიზარდა თუ პირიქით?
პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ აფხაზეთში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაიწყო მრავალი ობიექტის რეკონსტრუქცია რუსეთის დახმარებით. ამოქმედდა სხვადასხვა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები. ჟურნალისტებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად გაიხსნა წვდომა რუსეთის გრანტებზე.
2025 წლის გაზაფხულზე ს დე ფაქტო პრეზიდენტად კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბადრა გუნბა აირჩიეს. ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ოპოზიციის აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი მაშინ რუსეთის სასარგებლოდ ინიცირებულ კანონებს აპროტესტებდა. აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის განცხადებით, ბადრა გუნბას კანდიდატურის სასარგებლოდ გამოყენებული იყო „მეგობარი სახელმწიფოს“ ადმინისტრაციული რესურსების უზარმაზარი არსენალი, ყველა შესაძლო ბიუროკრატიული ბერკეტი და სხვა საშუალებები.
მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა. ოპოზიცია მთლიანად გამოთიშეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. არა პროსახელისუფლებო ჟურნალისტები რუსეთში უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს. ორ მთავარ ოპოზიციონერს – ლევან მიქაასა და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
2024 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოური აგენტების რეესტრი, რომელშიც დაამატა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი – სააგენტო „Аиашара“-ს რედაქტორი ნიზფა არშბა და „Нужная газета“-ს დამფუძნებელი იზიდა ჭანია, რომელთაც რუსული მხარე თანამშრომლობას ედავება დასავლურ ფონდებთან – გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). იქამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეესტრში ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი შეიყვანა. რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებდა ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავე იყო.
მოქალაქეობის ჩამორთმევა ნიშნავს იზოლაციას. ოპოზიციის ლიდერს, ადგურ არძინბას, მუდმივად აშინებენ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობით.