სამხედრო წვრთნების გამო, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარს კეტავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთ-ბელორუსის დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო, მისი ქვეყანა მიმდინარე კვირაში ბელორუსთან საზღვარს დახურავს.
ტუსკის თქმით, “რუსეთ-ბელორუსის აგრესიული სამხედრო წვრთნები“ „ზაპად-2025“ 12 სექტემბერს დაიწყება.
„ხუთშაბათს საღამოს ჩვენ ბელორუსთან საზღვრებს დავხურავთ, მათ შორის რკინიგზის გადასასვლელებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „ზაპად – 2025“, 12-16 სექტემბერს გაიმართება. წვრთნებში ათასობით ჯარისკაცი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)