ანდრეი სიბიგა დონეცკში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაზე – რუსეთს მხოლოდ სიკვდილი, საშინელება და ნგრევა მოაქვს – მოვუწოდებთ მსოფლიოს, აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს

ეს საზარელი დანაშაული მსოფლიო მასშტაბით დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს. მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაუყოვნებლივ აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე რუსების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, ეს საზარელი დანაშაული მსოფლიო მასშტაბით დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს.
„მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაუყოვნებლივ გამოხატოს თავისი აზრი და იმოქმედოს. მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, „დიდი ოცეულის“ წევრებს და ყველას, ვინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს და გაერო-ს ქარტიას, მიიღონ ზომები“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, უკრაინა ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას ამ საშინელი დანაშაულის დეტალებს.
„ველით მკაცრ რეაგირებას. რუსი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ამ და სხვა სისასტიკისთვის. რუსეთს მხოლოდ სიკვდილი, საშინელება და ნგრევა მოაქვს. კოლექტიურ და გადამწყვეტ მოქმედებას, მათ შორის დამანგრეველი სანქციებით ზეწოლას და უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობის დამატებით მხარდაჭერას, შეუძლია და უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი“, – წერს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს