სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს

რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე განხორციელებულ დარტყმას, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
„კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე. კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი