კაია კალასი – ევროკავშირი უკრაინისთვის ოქტომბრამდე 2 მილიონი ჭურვის მიწოდებას გეგმავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ოქტომბრამდე უკრაინისთვის 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გეგმავენ.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კალასმა განაცხადა, რომ ს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ს თითქმის 169 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა გამოუყვეს.
„ახლა მათ (ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა) ასევე მიაწოდეს საბრძოლო მასალის 80%-ი ჩვენი მიზნიდან, რომელიც 2 მილიონი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ოქტომბრისთვის ჩვენი მიზანია 100%-ით უზრუნველყოფა“, – განაცხადა კალასმა.