ინგოროყვას კლინიკის დირექტორის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულებიდან მათთან 4 პირს გაეწია დახმარება, საიდანაც 2 მალევე გაეწერა, ორი კი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით კლინიკაში რჩება

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულებიდან 4 მოქალაქეს ინგოროყვას კლინიკაში გაეწია დახმარება.
როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2 პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვდა ჰოსპიტალიზაციას და ისინი კლინიკიდან გაეწერნენ, ხოლო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„4 პაციენტი შემოვიდა, აქედან 2 იყო თვითდინებით. შესაბამისად, ამ თვითდინებით შემოსული პაციენტების მდგომარეობა არ მოითხოვდა ჰოსპიტალიზაციას, მსუბუქი დაზიანებების გამო. რაც შეეხება 2 ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, მათი მდგომარეობა შემოსვლის მომენტშიც და ახლაც დაკმაყოფილებულია, მიმდინარეობს დაკვირვება“, -განაცხადა კახა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან