ირაკლი ზარქუა – პარტიის ოფისთან მოვიდნენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის, რაც მოხდა – ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოებისგან, სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ იქ – სად არის ევროკავშირის ელჩი? რატომ არ დაგმე? აბა პირიქით გაგვეკეთებინა?

მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის, რაც მოხდა – რაც უნდოდათ, ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან – სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, არავის მოეწონა რაც მოხდა, მაგრამ რაც ვიხილეთ, „პროვოკაციაზე პასუხი იყო“.
„გუშინ, რაც ვიხილეთ, არის იმის დემონსტრირება, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობთ, რომ ეს უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა დგანან მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები – ქალი, კაცი – არ აქვს მნიშვნელობა, ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ უშვერი სიტყვებით. რუსთაველზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლო-ბოლო მოხდა ის რაც მოხდა – რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან.
მოვუწოდებ საელჩოებს – სად არის ევროკავშირის ელჩი? ამ დღეების განმავლობაში რატომ არ დაგმე? აბა პირიქით გაგვეკეთებინა? ალბათ თქვენც იქ დადგებოდით, მათთან ერთად. ახლა ხმას რატომ არ იღებთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი.
არავის მოეწონა რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, პროვოკაციაზე პასუხი იყო, რაც ვიხილეთ – ეს კარგი და ლამაზი არ არის. რა ინფორმაციაც მაქვს, ამ თემაში შესაბამისი უწყება ჩართულია, მიმდინარეობს საქმის შესწავლა და მტყუან-მართალი გაირკვევა. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ვინც უსამშობლოებმა დაიქირავეს – აირიდეთ ეს ყველაფერი, ნუ გამოაყენებინებთ თავს, მათი ამოცანა სხვა არის, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბონ და ქაოსი შემოიტანონ. კანონიც და შესაბამისი პასუხიც არ დააყოვნებს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას ზარქუამ აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე „ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ლანძღავენ და იგინებიან“.
„ცემა და ასე კი არ ყოფილა – კონკრეტული შეურაცხყოფა იყო. სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან. ქალის სიტყვაა, რასაც ისინი კადრულობდნენ? იქ ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ლანძღავენ და იგინებიან. შემდეგ ამაზე პასუხია – ბუნებრივია, მეორე მხარესაც არიან ახალგაზრდები, ემოციურები არიან. პროვოკაცია იყო რადიკალების მხრიდან ორგანიზებული და ამ პროვოკაციაზე იყო პასუხი”, – განაცხადა ზარქუამ.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, თუ რომელიმე ელჩი გამოვა და მათი პარტიის მიმართ რამეს იტყვის, ათმაგს ეტყვიან „მათი უნამუსობის შესახებ“.
„საელჩოები დუმან – ისევე როგორც ევროკავშირის და გერმანიის ელჩი. სად ხართ, რატომ იმალებით, ხმას რატომ არ იღებთ? ამ სცენარს ელოდებით? ელოდებით რომ ქართველმა ქართველს ურტყას და დაიძაბოს? მერე თქვენ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ აქ დიქტატურაა? ვერ ეღირსებათ… თქვენი უნიათო პოლიტიკის გამო ევროკავშირი ჩამოგენგრათ და კიდევ უფრო მეტად ძლევამოსილი გახდა, რადგან თქვენ ხართ უნამუსოები, არაკომპეტენტურები, ლაჩრები. ამის გამო შემდეგ სამართლიანი და ობიექტური საზოგადოება იჩაგრება მთელ მსოფლიოში. გამოვა რომელიმე ელჩი და ჩვენი პარტიის მიმართ რამეს იტყვის? ათმაგს ვეტყვით მათი უნამუსობის შესახებ“, – განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები