კალაძე: აბა ვინმემ რამე გაბედოს …

“აბა ვინმემ რამე გაბედოს, გაბედოს კანონის წინააღმდეგ” – განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს მედიასთან გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა ეშინოდეს, რადგან 4 ოქტომბერს დამარცხდებიან.

4 ოქტომბერი უბრალოდ ეს არის, უნდათ, რომ თავისი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ იმიტომ, რომ ყველანაირად გაუბედურებული, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ თანადგომის, ყველანაირად ნიჰილიზმში არიან გადავარდნილი იმიტომ, რომ ხალხი ხომ ხედავს ვინ არიან, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც, არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეს არის მოძალადეები, ძალადობრივი დაჯგუფება, რომელსაც სურვილი აქვს და სხვათაშორის ეს ძალადობრივი ჯგუფები იკვებება გარედან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით და ხალხი ხო უყურებს ამ ყველაფერს. ამიტომ მათი რეიტინგი, მხარდაჭერა, ავტორიტეტი არის ნული. შესაბამისად იგონებენ რაღაცეებს, რომ 4 ოქტომბერს, აბა ვინმემ რამე გაბედოს, გაბედოს კანონის წინააღმდეგ. თქვენ უნდა გეშინოდეთ იმიტომ, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდებით, როგორც ოქტომბერში დამარცხდით,” – განაცხადა კალაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს