საზღვარგარეთიდან ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანა გამოუცდელი ადამიანისთვის ბევრ თავის ტკივილს უკავშირდება. უზარმაზარ უცხოურ ბაზარზე სასურველი ავტომობილის შერჩევა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, იმპორტირების პროცესისა და განბაჟების პროცედურების სწორად წარმართვა – ეს ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომლებიც ამ პროცესში იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ, მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ მანქანის საზღვარგარეთ შეძენას გეგმავთ.
აშშ, იაპონია და ჩინეთი – ავტომობილების ყველაზე დიდი არჩევანი
საქართველოს მოქალაქეებს ავტომობილები ძირითადად, აშშ-დან, იაპონიიდან და ჩინეთიდან ჩამოჰყავთ. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა ბაზარი მანქანების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა.
ავტო იმპორტი აშშ-დან საქართველოში ყველაზე პოპულარულია. ამერიკულ ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი საავტომობილო აუქციონი – Copart, IAAI და Manheim, რომლებიც მომხმარებლებს მეტ დაცულობას, ამასთან, მანქანების ძალიან ფართო და მუდმივად განახლებად არჩევანს სთავაზობს. საქართველოში არანაკლებ პოპულარულია ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან. საქმე ისაა, რომ იაპონური მანქანები ხშირად კარგი მდგომარეობით გამოირჩევა, რადგან ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების საკმაოდ მაღალი სტანდარტებია. ბოლო დროს კი, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნაც, რაც ხელმისაწვდომი ფასების გარდა, განპირობებულია უკანასკნელ წლებში მათი ხარისხის გაუმჯობესებით.
მანქანის იმპორტირებისას წარმოქმნილი გამოწვევები
გამოუცდელი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია ავტოაუქციონების პლატფორმებზე ნავიგაცია და აუქციონების ნიუანსებში გარკვევა. გარდა ამისა, ერთი შეხედვით იდეალურ ავტომობილს შესაძლოა ჰქონდეს ფარული დაზიანებები, რომელთა შემჩნევაც ხშირად მხოლოდ სპეციალისტს ხელეწიფება.
ავტომობილის საზღვარგარეთიდან იმპორტირების დროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარჯების სწორად დაანგარიშებაც. ხშირად გამოუცდელი მომხმარებლები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ტრანსპორტირების ღირებულებას, არ ითვალისწინებენ დაზღვევის, პორტის, საბაჟო მოსაკრებლისა და კონტეინერის ფასებსაც. პირველადი ხარჯების დაანგარიშებაში მანქანის განბაჟების კალკულატორი დაგეხმარებათ.
ამ სირთულეების თავიდან აცილებისთვის, გირჩევთ, გამოცდილ და სანდო შუამავალს დაუკავშირდეთ. ქართულ ბაზარზე ასეთია Carmark, რომელიც 20 წელზე მეტია, მსურველებს მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანაში ეხმარება. მის მომსახურებაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.
