ირაკლი ზარქუა – სჯობს, გახარიას პარტიის წევრებმა კაცურად თქვან: „ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ქვეყანა და მოდი, დავნებდეთ და პარლამენტში შევიდეთ“ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია

ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს გახარიას მიმდევრები შემობრძანდებიან პარლამენტში და მერე ბოიკოტს დაარქმევენ – ამათი მცდელობა და ტაქტიკა არის, რომ მანდატი მოიპოვონ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან – გარეთ დადგებიან, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა სჯობს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა „კაცურად თქვან, რომ ვერ მოახდინეს რევოლუცია, ვერ ამოატრიალეს ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი უქნეს, დანებდნენ და პარლამენტში შედიან“.
„ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება. ამათი მცდელობა და ტაქტიკა არის, რომ მანდატი მოიპოვონ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან – გარეთ დადგებიან, ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია. ამას ურჩევნიათ, კაცურად თქვან, რომ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ეს ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი ვუქენით და მოდი, დავნებდეთ და პარლამენტში შევიდეთო. ეს უფრო ადამიანური და ლოგიკური იქნება. ახლა ერთი ნაწილი რევოლუციას გვიწყობს, მეორე არჩევნებში მონაწილეობს – ამ იწილო-ბიწილოში თვითონ არიან შესული, ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით კი, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს