4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე – უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ, გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ – აბა ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს, ხალხი გამოგიტანთ განაჩენს

უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ. ყველანაირად გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის – არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი ინტელექტით არ გამოირჩევა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, ხალხი ხედავს, ვინ არიან, რას წარმოადგნენ.
„უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ. ყველანაირად გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის. ყველანაირად ნიჰილიზმში არიან გადავარდნილები. ხალხი ხედავს, ვინ არიან, რას წარმოადგნენ. გუშინდელი ფაქტი მაგალითია. ეს ძალადობრივი ჯგუფები იკვებებიან გარედან, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, მხარდაჭერა, ავტორიტეტი არის ნული, არაფერი! აბა ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს.. ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი ინტელექტით არ გამოირჩევა, ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. 4 ოქტომბერ ქართველ ხალთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს