სამებაში, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამების ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე -მ გამოძიება დაიწყო.
საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ცოტა ხნის წინ, საღებავი შეასხეს.