პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი, ქაოსური იყო. არ არსებობდა საპარკინგე ადგილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, დამონტაჟდა ლედ განათებები, დაირგო ხე-მცენარეები. ამ პროექტზე არ ვჩერდებით, ვგეგმავთ იოსებიძის ქუჩაზე არსებული სივრცეების განახლება-მოწესრიგებასაც. მოსახლეობას დავპირდით, რომ იქაც კეთილმოეწყობა ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეკრეაციულ სივრცეში ასევე მოეწყო სატრენაჟორო ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 232 000 ლარია. სამუშაობი გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.
ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს