კახა კალაძე – მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ – ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება

მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ-ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„მოწოდებები, რასაც სახელმწიფო გადატრიალებასთან, დამხობასთან დაკავშირებით ვისმენთ, ასევე, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების კონკრეტულ ფაქტებად გავრცელებას, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ, საზოგადოებაში გააჩინონ კითხვები. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.