ნარკოდანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე – ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია. ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ, გაგრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ის ციფრები, რაც დღევანდელი მონაცემებით გვაქვს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ბოლო თვეების განმავლობაში, შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს