იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია
ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე.
„ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენ მუშაობაზე.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მლრ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს