კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის
საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს გუშინდელი გამარჯვებები მიულოცა.
„მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები.
მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე ფეხბურთელებს მინდა მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – განაცხადა მ.
Previous: ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი-აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. შეხვედრაზე სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ და მჯერა, ჩემს გუნდთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ თბილისი იყოს უფრო სუფთა, მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე ქალაქი