რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს

ჩეხეთის დედაქალაქის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ევგენი გერასიმენკო, რომლის დაპატიმრების ორდერი გაცემული იყო რუსეთის მიერ. ამის თაობაზე იტყობინება Deník N. გერასიმენკო პრაღაში გადაჯდომის დროს დააკავეს – ის რიგიდან პარიზში მიფრინავდა.
საფრანგეთში ის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა.
დაკავებული ამტკიცებს, რომ რუსეთში პოლიტიკურად დევნიან ანტისაომარი პოზიციის გამო და საპროტესტო აქციებზე გამოსვლისთვის.
ოფიციალურად გერასიმენკოს საფინანსო დანაშაულისთვის ეძებს. სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
ადვოკატ ვადიმ პროხოროვის თქმით, რუსი პოლიტპატიმრების უმეტესობა მოგონილი ეკონომიკური დანაშაულისთვის ზის ციხეში.
„მიკვირს, რომ დასავლეთის ქვეყნები დღემდე რეაგირებენ რუსეთის თხოვნაზე, დააკავონ მისი გაქცეული მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულში არიან ბრალდებული“, – უთხრა პროხოროვმა Denik N-ს.
ადვოკატი გერასიმენკოს უფლებებს არ იცავს, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევს რუსეთისთვის მის გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის