საქალაქო სასამართლოში ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის პროცესი გაიმართება.
დღეს საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. რამდენიმე დღის წინ, “შაბათის ეთერის“ რეპორტაჟით გახდა ცნობილი, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგგ უძილაური პროკურატურიდან ორას მეტრში, სასტუმრო “თბილისი თაუერსში” ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც მას პოლიცია მთელს ქვეყანაში ეძებდა.
სასტუმრო, სადაც სავარაუდოდ, ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა და შემდეგ ქილერი თავს აფარებდა ს ნათელ-მირონს, ვასილ ობოლაშვილს ეკუთვნის.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან.
ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.