“10-ზე მეტი ქათამი შეგვიჭამა, ძროხა და ცხვრებიც დაკბინა” – რას ჰყვება ძაღლის ცემის ფაქტზე დაკავებულის დედა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლს ჯოხით სასტიკად სცემა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იქამდე ცხოველზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლი ცემის შედეგად მოკვდა. სოფელ კაჩაგანში, დაკავებულის ოჯახის წევრები”კურიერთან” მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. “კურიერს: ასევე კიტხვა ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ძაღლიოს ცემისთვის დაკავებულს 13 წლის ბავშვის შევიწროვებას ედავებიან.
როგორც დაკავებულის დედა გაისხანიმ აბასოვა ამბობს, ძაღლი აგრესიული იყო და მისმა შვილმა სწორედ ამიტომ სცემა.

“10-ზე მეტი ქათამი შეგვიჭამა, ძროხა და ცხვრებიც დაკბინა. ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა. ეს ვიდეო ვიღაცამ გადაიღო და ახლა გაავრცელეს. ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით ხევში წაიყვანეს და იქ 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. დანას ეძებდნენ, ჩემი მოკვლა უნდოდათო, ჩემმა შვილმა მითხრა. სახლთან სასტიკად ნაცემი დააგდეს. გუშინ პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემი შვილი საწოლში იყო და ასე ნაცემი წაიყვანეს განყოფილებაში. ტყუილია, რომ მეხუთე კლასელი სექსუალურად შეავიწროვა. გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ბავშვზე იძალადა. ვუთხარი რომ ჩემი შვილი ამას არ იზამდა. გაუგებრობა მოხდა. ვფიქრობ ეს ვიდეო იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ჩემი შვილის ცემის ამბავი გადაეფარათ,” – აცხადებს დაკავებულის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას