პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა: მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა: მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი , საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ სთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ყველა ძალიან გახარებულია. კალათბურთელებსაც მინდა მივულოცო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ, მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს