ირაკლი ზარქუა – ადამიანს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? – შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს

ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოზიციით პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო.
ადამიანს რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? – ძალიან აქტიურია და ეს ქვეყანა უყვარს! – ასეთი განმარტება გააკეთა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარტიის განახლებულ წესდებაზე, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
ზარქუას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შიდაკონსულტაციით მიიღეს.
„შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ პოზიციიდან ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს და შემდეგ პარტიის თავმჯდომარის ხელმოწერით პარლამენტს წარედგინოს.
იყო ამის საჭიროება და ასე გადავწყვიტეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ