ხვალ, 8 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ბოლო ნაწილში, უკრაინის საელჩოდან (N76) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
· ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით;
· წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.
ფორუმი




