რუსეთის „არამეგობრულ ქვეყნებში“ მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ვერ მისცემენ

ს „არამეგობრულ ქვეყნებში“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნები, შესაძლოა, არ გაიხსნას. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ წერს. ამ ქვეყნებში შედის ევროკავშირის 27 ქვეყანა, , ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, მონტენეგრო, იაპონია, ტაივანი, სულ სიაში 49 ქვეყანაა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამის მიზეზად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას ასახელებენ. არჩევნები 17 მარტს გაიმართება. ანალიტიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ არჩევნებში რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს, რადგანაც მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის ფარგლებს გარეთ კენჭისყრაში 444 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.