ს თავდაცვის ძალები – ისრაელი ქალაქ ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი ქალაქ ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, – განცხადებას ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, ავიჩაი ადრაე ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს განცხადებით, მოსახლეობამ ქალაქი ღაზა უნდა დატოვოს და ხან იუნისში სპეციალურად განსაზღვრულ ზონაში უნდა გადავიდეს.
„განსაზღვრული ტერიტორია ჰუმანიტარული ზონაა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.