არმაზ ახვლედიანი – ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!

ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს! – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი წერს, რითაც ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის მოწვევას.
ახვლედიანის თქმით, საქართველოს შველა ახლა მხოლოდ ერთგული ადამიანების გაერთიანების ხელშია.
„ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას!
ოღონდ ახლა ივანიშვილ-ზე შეუდარებლად მეტად თქვენ, ბინძურო სატელიტებო, ამაზრზენო ქორვაჭრებო, სწორედ თქვენ უკლავთ საქართველოს ნორმალურობის თითქმის ბოლო შანსს!
ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!
საქართველოს გაყიდვა არ შეგრჩებათ, არ გაგატანინებთ ლელოს საქართველოს ნორმალურობის დასამარების კარში!
ვაი, რომ უკვე განგაშის ზარის შემოკვრაც გვიანია!
გავიმეორებ: რუსული ურჩხულის და მისი ვაიქართველი ნაძირლების კლანჭებში მოსაგუდად განწირული საქართველოს შველა ახლა მხოლოდ და მხოლოდ უანგარო, უკომპრომისოდ წესიერი, სამართლიანი, კეთილგონიერი, ეროვნული და ევროპული ფასეულობების უალტერნატივოდ ერთგული ადამიანების მძლავრი გაერთიანების ხელშია!“- წერს ახვლედიანი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? – ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს, არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება