ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება
ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების გეგმებს არ უწერია განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ეს გეგმა არის მარტივად გასაშიფრი.
„ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იმავე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს. თუმცა, მისი დავალების მიმცემებიც არიან ნატურით ზუსტად ისეთივეები, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გასაშიფრი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით, მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ და ამ გეგმას არ უწერია განხორციელება. ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იმავე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა,“– განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს