ზელენსკი პუტინზე: ამ ტერორისტის დედაქალაქში ჩასვლა არ შემიძლია, შეუძლია კიევში ჩამოვიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ყოველდღიური იერიშების ფონზე, მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასვლა არ შეუძლია და დაამატა, რომ ვლადიმირ პუტინს თავად შეუძლია ეწვიოს კიევს.
ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“მას შეუძლია ჩამოვიდეს კიევში. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტების, თავდასხმის ქვეშაა. არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა. პუტინს ეს ესმის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავიდან აირიდოს მასთან შეხვედრა, რაც უკრაინის მიმართ გახშირებული იერიშებიდანაც ჩანს.
ცნობისთვის, პუტინმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ “ის არასდროს ყოფილა ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი“.
“თუ ზელენსკი მზად არის, მაშინ დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში. ეს შეხვედრა შედგება”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება