შუახევის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ომარ ტაკიძე: უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა სოფელში ადგილობრივებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი გარემო

შუახევის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ომარ ტაკიძე: უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა სოფელში ადგილობრივებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი გარემო
უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა იმ სოფელში, რომელიც ტურისტულადაც აქტუალურია და ამავდროულად, შინაარსობრივად და მდებარეობით არის ძალიან მიმზიდველი, ადგილობრივებს ჰქონდეთ სრულყოფილი, კეთილმოწყობილი გარემო, – ამის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ომარ ტაკიძემ განაცხადა. ომარ ტაკიძის ინიციატივებს უკავშირდება ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით პროექტები, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება. ამ მიმართულებებზე მუშაობის გაგრძელების გარდა, მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას. “ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა გვქონდა განხორციელებული, გვყავს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. მათი წინადადებებით ჩვენ ახალი წრეებიც დავამატეთ. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელში, მინიმუმ, მინი სპორტული მოედნები იყოს კეთილმოწყობილი.” – განაცხადა ომარ ტაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში