“ლელოს” მხრიდან ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე” – გია ნოდია

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განთავისუფლება არის ძალიან ჭკვიანური (სხვა ტერმინით – “გოთვერნული”) ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან. ზოგადად, მისი დიდი წარმატებაა ოპოზიციის გახლეჩა არჩევნების მოიკოტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის; ხაზარაძის და ჯაფარიძის განთავისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს ამ გახლეჩას და, ობიექტურად, ამ პოლიტიკოსების დისკრედიტაციაზე მიმართული ნაბიჯია. ბუნებრივია, მებოიკოტე ფლანგმა ჩათვალოს, რომ მათ „იყიდეს“ თავისუფლება ივანიშვილის მიმართ ლოიალობის დემონსტრირებით.
მათი მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე (შესაძლო სხვა ვარიანტი: თანხმობა იმ პირობით, რომ ხელისუფლება სხვა პოლიტპატიმრებსაც შეიწყალებს – მერე რა, რომ ისინი ბოიკოტის პოზიციაზე დარჩებიან).
(სანამ ამას ვწერდი, ვნახე, რომ ბევრი სხვაც ასე ფიქრობს. ძალიან კარგი).

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას