“ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს, ველით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე მიიღებს საბოლოო სახეს” – სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

აზერბაიჯანის წინადადებებს “სამშვიდობო ხელშეკრულებაზე” სომხურმა მხარემ უპასუხა. “არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ”, – ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა.
“ახლა ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს. დინამიკას ჩვენც დადებითად ვაფასებთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც ზეპირი მოლაპარაკებების დროს მივედით შეთანხმებამდე, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში რეგრესი დავინახეთ.
ჩვენ ველით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება, რაც შეიძლება მალე მიიღებს საბოლოო სახეს. ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა და რასაც სომხეთი სთავაზობს აზერბაიჯანს, სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის”, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო