ბექა ქურხული: “რიყის კნიაზი”

მწერალი ბექა ქურხული:
“რიყის კნიაზი”
Მთელი ცხოვრება ორჯერ იმაზე მეტ ფულს ვხარჯავ ვიდრე მაქვს და საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, ფულს ისევე არ ვახსენებ, როგორც მაგალითად თეთრეულს – “ტეხავს!..”
ძალიან ძველი,ძველ ქართული ისტორიაა ეგა და მეც, როგორც ყოვლად ქართველი, თავქარიანი დეგენერატი, საკმაოდ იოლად და თვითირონიით ვუყურებ ამ ამბავს, ყოველ შემთხვევაში, უფულობის გამო, დიდად და სათანადოდ ვერ ვფეთდები და ვპანიკდები – მაქვს ხომ კარგი, არა მაქვს და ამ ჩემს გრძელ და ჯიშიან ფეხებს, უფულოდაც ხოშიანი ბიჭი ვარ – “ჩემო მთებო და ველებო!..”
Ჩემნაირ მასტებს, იმერეთში და დასავლეთ საქართველოში, იმერული ტაქტით და დახვეწილობით “შემოდგომის აზნაურს” ეძახიან,
Ჩემს მშობლიურ დედულეთში, კახეთში კი, უფრო დაუნდობელი პირდაპირობით და სილაღით – “რიყის კნიაზს!..”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს