ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
მოდი, ერთმანეთს შევადაროთ ორი ახალგაზრდა და მერე თქვენ გადაწყვიტეთ რომელი უფრო ღირსეულია და რომელს ჩააბარებდით ქვეყნის მომავალს.
მოდი, ერთი ახალგაზრდა ლუკა ძაძამია იყოს.
19 წლის ბიჭი, რომელიც წინა ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა.
გადის 9 თვე და ეს ბიჭი თითქოს სრულ მეტამორფოზას განიცდის – შედის ოცნებაში, აშავებს დემონსტანტებს, მათ უცხო ძალისგან მართულ მარიონეტებად, ხოლო უვანიშვილს და ოცნებას ეროვნულ ძალად მოიხსენიებს.
ლუკას რა თვისებებზე მეტყველებს ეს ისტორია? იმაზე, რომ ლუკა არის:
– ოპორტუნისტი;
– უპრინციპო;
– უღირებულებო;
– ფულსა და კარიერულ პრივილეგიებზე გაყიდული;
– სუსტი;
– კოლაბორაციონისტი.
მეორე ახალგაზრდა ლუკაზე სულ რამდენიმე წლით უფროსი, ჩემი მეგობარი რეზო კიკნაძე იყოს.
განათლებული, გონებაგახსნილი ახალგაზრდა, რომელიც რეჟიმმა სამშობლოს სიყვარულისთვის 2 წლით ციხეში გამოკეტა.
რეზოს პოლიცია დაემუქრა ცოცხლად დამარხვით, გაუპატიურებით და ა.შ.
ამის მიუხედავად რეზო არ შეშინდა, არ დანებდა, არ გატყდა, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად რეჟიმს არ გაურიგდა და უსამართლო სასჯელს უდრტვინველად იხდის.
რეზომ არც ერთი წამით არ დაუშვა შუბლზე არსებული სინდისის თხელი ძაფის გაწყვეტა, ბოროტებასთან მორალურ კომპრომისზე არ წავიდა და კაცად დარჩა.
რეზოს რა თვისებებზე მეტყველებს ეს ისტორია? იმაზე, რომ რეზო არის:
– პატრიოტი;
– პრინციპების ერთგული;
– სამართლიანი;
– ძლიერი;
– ბოროტებასთან მორალურ კომპრომისებზე არწამსვლელი;
– ღირსეული;
ახლა, მოდი ერთმანეთს შეადარეთ ეს ორი ახალგაზრდა.
რომლის ხასიათის თვისებები უფრო იწვევს თქვენში პატივისცემასა და აღფრთოვანებას?
რომელ ახალგაზრდასთან მეგობრობა უფრო გესიამოვნებოდათ?
რომელ ახალგაზრდას მოანათლინებდით შვილს?
რომელ ახალგაზრდასთან ერთად აწევდით თუნდაც ჭიქა ღვინოს?
და ბოლოს, რომელ ახალგაზრდას ანდობდით ქვეყნის მომავალს?