ვარკეთილში, 27 წლის ქალს ქმარმა ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით მიაყენა | ვითარება შემთხვევის ადგილზე

ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში, სადაც ქმარმა ცოლი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობა კი დღეს დილით მოხდა. 27 წლის ქალი მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ქმარმა ჭრილობები დანით მიაყენა, შედეგ კი თვითდაზიანებები თავადაც მიიყენა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. მეზობლების ცნობით, წყვილს დაახლოებით 4 თვის შვილი ჰყავს.