უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს. Tages-Anzeiger რამდენიმე დამოუკიდებლ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი 15 იანვარს, ბერნში ვიზიტს განიხილავს.
წყაროები ამბობენ, რომ ვიზიტის დაგეგმვის სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
გამოცემის თანამოსაუბრეები ფედერალური ადმინისტრაციიდან აღნიშნავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი, სავარაუდოდ, ბოლო მომენტამდე არ დადასტურდება.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ შეძლებს თუ არა ზელენსკი ვიზიტს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე.