პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პირთა შეიწყალების შესახებ, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ეს ქმედება, უნდა შეფასდეს როგორც პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კანონის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული პატიების აქტი, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, პარტია “ლელოს” მიეცეს საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალური პოლიტიკური პოტენციალით მიიღოს მონაწილეობა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ პირთა შეიწყალების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ეს ქმედება გაგებული უნდა იყოს სწორად, ანუ უნდა შეფასდეს როგორც პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კანონის დამრღვევთა მიმართ განხორციელებული პატიების აქტი, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ მიზანს, პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“, მიეცეს საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაქსიმალური პოლიტიკური პოტენციალით მიიღოს მონაწილეობა და ამომრჩეველთან თანაბარი პირობების გათვალისწინებით საარჩევნო გარემო იყო კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და სამართლიანი. ქვეყნის პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის ყველა პოლიტიკურ ძალთა მიმართ გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და მათ მიმართ მის მიერ მიღებული შეწყალების აქტი არა ვალდებულება არამედ ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება და მაქსიმალური რესურსით ჩაებან საარჩევნო პროცესებში.” – წერს მეგრელიშვილი.
Next: მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს