გიორგი სიორიძე – დაპატიმრებაც და შეწყალებაც არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში – ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას

ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე შეწყალება არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში – ეს არის „კაგებეშნიკური“ მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ რუსთავის ციხესთან, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარტიის ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სთვის შეწყალება არავის უთხოვია.
„ყაველაშვილი არის ივანიშვილის მარიონეტი არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამჯერ გაგზავნეს რუსული ხომალდის მიმართულებით მაშინ, როდესაც თავდაპირველად გაჟღერდა ვერსია მათი შეწყალების შესახებ და ეს დაუკავშირდა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ყაველაშვილისთვის შეწყალება არავის უთხოვია. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაგეს ნაბიჯი, პოლიტიკური აქტი, როდესაც წულუკიანის რუსულ კომისიაზე არ გამოცხადდნენ. ისინი იყვნენ პირველი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დაიბარეს და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ელოდათ პატიმრობა. შესაბამისად, მათი დაპატიმრება იყო გაცნობიერებული როგორც ხაზარაძის და ჯაფარიძის, ასევე მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე შეწყალება არის პოლიტიკური აქტი, რომელიც დაიწერა კრემლში. ეს არის “კაგებეშნიკური” მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის გახლეჩას და საზოგადოებაში დისონანსის შეტანის მცდელობას,“ – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით