“ესაა მწარე სიმართლე” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი ივანიშვილთან გარიგების საფუძველზე გამოიცა და წერს:
ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ ‘გარიგების' შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი, და ამ აქტის მიზანი ‘ლელოს' განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება-საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა. რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით. ევროპული საქართველო რომ გამოეყო ნაც მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული ევსაქებს შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა. რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე, – წერს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…