გოჩა მირცხულავა: პოლიტიკოსებმა და პირველ რიგში ხაზარაძე-ჯაფარიძემ, რომელთაც რა თქმა უნდა, ვულოცავ თავისუფლებას, უნდა აღიარონ – ეს რაუნდი მათ წააგეს

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
იყო თუ არა მოსალოდნელი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება? იყო! სწორედ მათთვის გააკეთებინეს ყაველაშვილის რეალურად შეთავაზება – მომმართეთ და შეგიწყალებთო. მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს! ის, რომ “ოცნება” ამ მიმართულებით წავიდოდა თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნიშნის მოგების ასპექტში, ესეც ნათელი იყო.
ახლა პოლიტიკოსებმა და პირველ რიგში ხაზარაძე-ჯაფარიძემ, რომელთაც რა თქმა უნდა, ვულოცავ თავისუფლებას, უნდა აღიარონ – ეს რაუნდი მათ წააგეს. სისხლში დასვრილი ხელების მქონდე დამნაშავესთან თეთრი ხელთათმანით ვერ ითამაშებ და არც უნდა ითამაშო.
მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, ვინ როგორ უნდა მოიქცეს – მაგრამ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო ომში მათ ამ დრომდე არანაკლები ზიანი მიაყენა გახარიამაც.
წაგებულ ომში შესვლა, სულაც არ არის სიმამაცე – მე ასე მგონია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?