კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღონ.
ხოშტარიას თქმით, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამით ბრძოლას გააძლიერებენ.
“ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რას ემსახურება ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა, შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს, ამას შვრებიან ყველაფრის ფასად…
მე მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობისის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისა და მთელი ქვეყნისთვის”, – თქვა ხოშტარიამ.
დღეს, 5 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
