პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
ახალი რა არის, ვის და რატომ გაუკვირდა “ლელოს ლიდერის” პოლიტთაღლითობა? თავიდანვე ხომ ეს ჰქონდა “ლელოს” ჩაფიქრებული?! ყაველაშვილმა მანამდეც თქვა: ”ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასო”
ეს ხომ თავიდანვე ჩანდა, როცა “ლელო”, ”გაქცეულ თვალთხარიასთან ” ერთად, ვერაგულად დათანხმდა არჩევნებში მონაწილეობას. ამით “ოცნების ხელისუფლებას ” მისცეს საშუალება, რომ იმიტაცია შეექმნა, “ხელისუფლების” მიერ მიტაცებულ სახელმწიფოში, ვითომ კონკურენტუნარიანი არჩევნებისა.


რამდენი ხნის წინ ვთქვი “ლელოს ლოდერი”პოლიტფეიკია თქო. მე ის მიკვირს ზოგიერთს რომ გაუკვირდა ყაველაშვილის მიერ “ლელოს ლოდერების“ შეწყალება, ახალი არ არის ჩემთვის, არც გამკვირვებია!ელისაშვილმა თქვა: “ეს ჩვენს გასაბანძებლად არისო”.
უი არაა ალეკო! პოლიტიკური “ცუღლუტების-შულერების” “გაბანძება “ და ამაზე მეტად დისკრედიტაცია შეუძლებელია.
ასევე “ცუღლუტმა” (ოღონდ მცირე მასშტაბის და შესაძლებლობის ცუღლუტმა) საბა ბუაძემ კი თავისი “ოპოზიციონერი პატიოსანილიდერი” მოიკითხოს და იტლიკინოს ახლა უკვე “ლელოს” ოფისში
ნუ რაიმე ხომ უნდა მოიფიქრონ ერთად, ან იგავი, ან ზღაპარი, ან სულაც “ალეკოს სიზმარი დეშეკათი”. აბა ჰე “ვაჟკაცებო”!
