ლევან ყურაშვილი – ამერიკასთან შანტაჟის ენით საუბარი არავის გასვლია – შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი აქვს ამერიკა დაელაპარაკოს, მაგრამ მინიმუმ ივანიშვილმა უნდა მოუსმინოს “მესიჯს”, რომელიც გამოუგზავნეს

აშშ-ს პრეზიდენტის ლანძღვას აგრძელებენ, თან ეუბნებიან – მოდით, დავილაპარაკოთ. გამორიცხულია მათ არავინ დაელაპარაკება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ლევან ყურაშვილმა ს მიერ ამერიკის პრეზიდენტ, სთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
ყურაშვილის თქმით, წერილში ტრამპი წარმოჩენილია არა, როგორც დამოუკიდებელი ლიდერი, არამედ, ვინც „ვიღაცის დავალებებს ასრულებს“. მისივე განმარტებით, ასეთი მიდგომის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება უჭირს.
როგორც ყურაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, „შანტაჟის ენით“ ცდილობს ვაშინგტონთან საუბარს: „ჯერ ფული დამიბრუნეთ, შემდეგ ვილაპარაკოთო“.
„იმ წერილში, რომელიც ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, წერია, რომ თურმე დონალდ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი და ვიღაცის დავალებებს ასრულებს. ამის შემდეგ მათ უკვირთ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ვერ ლაგდებიან.
შეიძლება „ქართულ ოცნებას“ დიდი სურვილი აქვს ამერიკა დაელაპარაკოს, მაგრამ როგორც მინიმუმ ივანიშვილმა უნდა მოუსმინოს იმ “მესიჯს”, რომელიც მას გამოუგზავნეს. მათ შორის, -ს ყოფილმა ელჩმა გარკვევით ისაუბრა იმაზე, თუ რა მინიმალური პირობებია იმისათვის, რომ „ოცნება“ ვინმემ რამედ ჩააგდოს. პირველი არის ის, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ამერიკის ლანძღვა და ამერიკისთვის იმის დაბრალება, რომ ისინი საქართველოში რევოლუციას ამზადებენ. ყაველაშვილს წერილში რომ უწერია, ოთხ რევოლუციას ამზადებდნენო, აქედან ერთი იცით როდის უწევს?- 2020 წელს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპი. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ტრამპი არ არის დამოუკიდებელი, ასრულებს ვიღაცების დაკვეთას… აშშ-ს პრეზიდენტის ლანძღვას აგრძელებენ, თან ეუბნებიან – მოდით, დავილაპარაკოთ. გამორიცხულია მათ არავინ დაელაპარაკება.
ივანიშვილი შანტაჟის ენით საუბრობს: ჯერ ჩემი ფული დამიბრუნეთ, შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ამერიკასთან შანტაჟის ენით საუბარი არავის გასვლია“,- განაცხადა ლევან ყურაშვილმა.