“ქართული თეატრი 2022-2023 წლებში” – ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია წარმოდგენების, გაყიდული ბილეთებისა და მაყურებლის რაოდენობა

“ქართული თეატრი 2022-2023 წლებში” – ამ სახელწოდებით კვლევა ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა. ის მოიცავს 41 სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს.
კვლევაში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები, წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით.
ანგარიში ავლენს თითოეული თეატრის წამყვან სპექტაკლს, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროებს და წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კომპოზიტორებს და ქორეოგრაფებს.
ირკვევა, რომ გაზრდილია წარმოდგენების რაოდენობა წლის განმავლობაში, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას