“იფურთხებით… გიმკურნალებთ… ბექა ოდიშარიას ჩვენ დაველაპარაკებით…” – “ოცნების” პირველი პირის განცხადება

პროტესტის მონაწილეთა მიმართ, ირაკლი მ დღეს წარმოუდგენელი გააკეთა და თქვა, რომ მათ “უმკურნალებენ” თუ დაექვემდებარებიან მკურნალობას. მან, კითხვის პასუხად, ს მიერ, აქციის მონაწილეთა მიმართ გინებას როგორ აფასებს, ეს თქვა:
„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, არქიფო სეთურის მრევლი, „ნაცი” “ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“- ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია „ნაცი” “ტიტუშკების“ და „ნაცი ორკების“ ქმედება. არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით, მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ თქვენს „ტიტუშკებს“ და თქვენს „ორკებს“. თქვენი პარტიის წარმომადგენელი „ორკები“ და „ტიტუშკები“ გუშინ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ „ნაცი” “ორკების“ და „ტიტუშკების“ მოქმედება, დანარჩენს მერე მე შევაფასებ.
გუშინ ვინც სამარცხვინოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან? ფურთხება, ძალადობა, უსაქციელობა, ეს არის „ნაცი“ „ტიტუშკების“ და „ნაცი „ორკების ხელწერა. თქვენ იფურთხებოდით, მათ შორის 28 ნოემბრიდან. ვინც იფურთხებოდა, ქვებს, ასაფეთქებლებს ისროდა და ასე შემდეგ, ახლა იმათ აცხადებთ „სინდისის პატიმრად“. თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს,

ასევე დაგაინტერესებთ