“რუსეთ-სომხეთის ვაჭრობა ორჯერ შემცირდება” – მოსკოვი

ელოდება, რომ სომხეთთან ვაჭრობა წლის ბოლოსთვის 2024 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდება”, – როგორც რუსული სააგენტო Tass წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.
„რაც შეეხება რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობას, ის უკვე შემცირდა, მნიშვნელოვნადაც შემცირდა, და ჩვენ ველით, რომ წლის ბოლოსთვის ის გასულ წელთან შედარებით ორჯერ დაეცემა. ანუ თუ შარშან იყო 12,4 მილიარდი დოლარი, წელს, ალბათ, იქნება დაახლოებით 6 მილიარდი, შესაძლოა ოდნავ მეტი,“ – თქვა ოვერჩუკმა.
კონკრეტულად, რას უკავშირდება ვაჭრობის შემცირება, ოვერჩუკს არ დაუზუსტებია.
თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამას უკავშირებს დასავლური სანქციების გვერდის ავლით განხორციელებულ ტრანზიტებზე კონტროლის გამკაცრებას და სომხეთში რუსული ბიზნესის შემცირებას. ამასთან, მოსკოვისა და ს ურთიერთობაში ჩნდება პოლიტიკური დაძაბულობაც. ამ კონტექსტში რუსეთის ვიცე–პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ორმხრივი ვაჭრობა შესაძლოა 2024 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდეს, შესაძლოა, ასახავდეს ორ ქვეყნის ურთიერთობის ახალ რეალობას.