გენერალი კვინიტაძე ხსნის, რატომ ვერ შემოგვღობავენ ქოცები:
“საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, სახელმწიფო მოწყობით, არის ევროპელი და არა აზიური. უნდა შევადარო, რა არის სახელწიფო მოწყობა ევროპისა და აზიისა. აზიაში და ასევე რუსეთში არასდროს არსებობდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფედერალიზმს. საქართველოში კი ჰქონდათ ფედერალიზმი, ისევე როგორც ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპული და არა აზიური. როგორც გითხარით, რუსებს ჰქონდათ სხვაგვარად. მათ ფედერალიზმი არასდროს ჰქონდათ, ამიტომ მათში უფროსი იყო საშინელი ძალით აღჭურვილი, ჩვენში კი – არა”. 70 წლით რომ შემოვეღობეთ, სტალინს 200 ათასი ქართველის (მოსახლეობის 10%) დახვრეტა, დაპატიმრება და გადასახლება დასჭირდა.
370 ათას ადამიანს დახვრეტენ, დააპატიმრებენ და გადაასახლებენ კობახიძე და მდინარაძე?
