პოლონეთის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონებით შეჭრა დაფიქსირდა, თუმცა მათ ზიანი არ გამოუწვევიათ, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს.
„გვქონდა საჰაერო სივრცის ორი დარღვევა. აღნიშნულ დარღვევას სრულად აკონტროლებდა ეროვნული ძალებისა და სახელმწიფო თავდაცვის სისტემის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები“, – აღნიშნა შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა, გენერალმა მაცეი კლიშმა.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვიესლავ კუკულას განცხადებით, დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე ზიანის გამოწვევის გარეშე დატოვეს.
პოლონეთის არმიაში არ დააკონკრეტეს, თუ სად შეიჭრნენ დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
ცნობისთვის, ღამით რუსეთმა უკრაინის 500-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 14 ობიექტზე დაზიანდა და რკინიგზის ოთხი მუშა დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული“ – ახალი დეტალები: ადვოკატის თქმით, სასტუმროს ნომერში მყოფი რუსი ტურისტები ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ

გიგა ბოკერია – ასაკრძალ პარტიებშიც თავიდანვე არ შეგვიყვანეს, მათთვის, ვინც “წუხს”, რატომ არ მიჭერენ, ეს მაგალითი დამაიმედებელი უნდა იყოს – ივანიშვილი კი ისტერიაშია და ტრამპის საპასუხო წერილს გარღვევად აფასებს, შემდეგ, როცა არ ხდება, იწყება წყევლა-კრულვა