Google-ს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სერიოზული შეფერხება აქვს – რა დეტალებია ცნობილი

Google, Youtube, Gmail და კომპანიის სხვა სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას, ასევე Youtube-ისა და Google-ის გამოყენებას.
დაზიანებების შესახებ შეტყობინებები სწრაფად გავრცელდა downdetector.com-ზე და სოციალურ ქსელებში.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვისებზე წვდომას ვერ ახერხებენ თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან.
შეფერხებები არ შეხებია ყველა Google სერვისს, თუმცა დაზარალებული აპლიკაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბევრი მომხმარებლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით