“ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ დაველაპარაკებით” – კობახიძე ოდიშარიას მიერ ხალხის გინებაზე

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ყოფილი პარლამენტარისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის ს ქცევას, მან 3 სექტემბრის საღამოს ჟურნალისტსა და მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა.
“ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიულ მდგომარეობაში, სახე აქვს დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიფო სეთურის მრევლი, ჩვეულებრივი ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა, ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან”, – თქვა კობახიძემ და დაამატა “ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება ჩვენ დაველაპარაკებით”.
ჟურნალისტის კითხვაზე მისაღებია იყო თუ არა ბექა ოდიშარიას საქციელი, მ თქვა “ნუ მეკითხებით მაგას, არ გაგცემთ მაგაზე პასუხს”.
ინციდენტი მოხდა 3 სექტემბერს, როდესაც ოდიშარია იმყოფებოდა მელიქიშვილის ქუჩაზე, – ის ტოვებდა თბილისის მერისა და ამავე დროს მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას.
ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებამდე მოქალაქეებმა ოდიშარიას წყალი შეასხეს და კვერცხი ესროლეს.
ოდიშარია პოლიციელებმა გაარიდეს დემონსტრაციას. პოლიციის გარემოცვაში მყოფ ოდიშარიას აგინებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, დედის გინებაზე პასუხად ოდიშარიამ აქციის მონაწილეს შეაგინა: „დედაშენს შე*ეცი მე შენსას“.
„ვინც ოლეს მღერის, იმის დედას შე*ეცი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად, შემდეგ კი გააგრძელა: „გაიგე ახლა? დაიმახსოვრე? დაიწერე და მამაშენს წაუღე, რა“.
„მაგის გამო დაისჯები, შე მონა… ნაძირალა“, – ყვიროდა ერთ-ერთი დემონსტრანტი.
ოდიშარიამ დემონსტრანტებს უწოდა „*ლის მონები“. მოგვიანებით კი ჟურნალისტს, „პუბლიკის“ ფოტოგრაფ მინდია გაბაძეს მიაყენა შეურაცხყოფა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ნასვამი, როგორც „მოქალაქეები ამბობენ“, ოდიშარიამ უპასუხა: „მე ვარ ნასვამი? შენ ნატ*ნაურები ხარ“.
· 51 წლის ბექა ოდიშარია ბიზნესმენია. 2016-24 წლებში იყო პარლამენტის წევრი და ორივე ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“. იყო მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი.
· 2024 წლის საპარლამენტო სათვის ოდიშარია პარტიულ სიაში არ ყოფილა.
· 2024 წლის 26 სექტემბერს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რომ ოდიშარიასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები „ძალიან სერიოზულ თემაზე“ „კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით“.
· 2025 წლის 1 სექტემბერს ოდიშარია დაასახელეს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ