„არ გაგცემთ პასუხს“ – კობახიძე „ოცნების“ წევრების მიერ მოქალაქეების შეურაცხყოფაზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა მისთვის მისაღები მისი თანაპარტიელის, ს საქციელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აგინა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ნუ მეკითხებით მაგას, არ გაგცემთ მაგაზე პასუხს. თქვენ შეაფასეთ „ნაცი“ „ორკების“ და „ტიტუშკების“ საქციელი“, – უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.
მისი თქმით, თუ მოუნდებათ ბექა ოდიშარიასთან რაიმეზე საუბარი, დაელაპარაკებიან.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ასევე კითხეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, გიორგი შუკვანის მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის შეფურთხებაზე. კობახიძემ არც ამ კითხვას უპასუხა და ისევ აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას მიმართა.
„ჩემი პარტია არის ჩემი საქმე. თქვენ შეაფასეთ „ნაცი“ „ტიტუშკების“ და „ორკების“ საქციელი“, – გაიმეორა კობახიძემ.
გუშინ, 3 სექტემბერს, კახა კალაძის შტაბის გახსნის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ.
ასევე ერთ-ერთი პირი, ვინც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი იყო. „პუბლიკის“ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, გიორგი შუკვანმა მას შეაფურთხა.
„სამართლიანი ს“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს გიორგი შუკვანი მონაწილეობდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის (ე.წ. „რუსული კანონის“ ) პოზიტიურად წარმოჩენის მიზნით თბილისში ბანერების გაკვრაში, ასევე, იმ სტუდენტებზე თავდასხმაში, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას მართავდნენ და 2022 წელს პროევროპული აქციის მხარდამჭერი კამპანიის ხელშეშლაში.

ასევე დაგაინტერესებთ